„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება.

“საქმიანი დილის” ეთერში სტუმრობისას მან იმპორტირებული კვერცხის შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქმა მწარმოებლებმა აქცენტი რუსულ ბაზარზე გააკეთეს, ამან კი საქართველოში წარმოების მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა.

“არანაირი ფასის ზრდა დაგეგმილი არ არის, წარმოება ისეა გათვლილი, რომ ამ ეტაპზე ყველა ქართული წარმოება გასულია თავის მაქსიმუმზე, ანუ პიკზე. იმპორტი რომ შემცირდებოდა, წინა წლის ბოლოს ვიცოდით. მოგეხსენებათ, რომ იმპორტირებული ყოველთვის ეძებს მიმზიდველ ბაზარს, როცა რუსეთში წარმოების კატასტროფული ვარდნა დაფიქსირდა, ამის ფონზე დეფიციტი შეიქმნა და ფასები გაიზარდა. ამ ფონზე თურქეთმა მთელი რესურსი მიმართა რუსეთისკენ. ამიტომ ვამბობთ სულ, რომ იმპორტის იმედად არ უნდა ვიყოთ და გამართლდა ეს მოლოდინი“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთში 3,6 მლნ კვერცხი იყიდა. იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 981 ათასი აშშ დოლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია, გასული წლის პირველ 2 თვეში 12, 2 მლნ კვერცხი ვიყიდეთ, წლის განმავლობაში კი 62,2 მლნ ცალი. საქართველო კვერცხს იმპორტს ძირითადად თურქეთიდან ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ილია და დღევანდელობა

ილია და დღევანდელობა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს პ.გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი. ილია ჭავჭავაძე, საქართველოს ისტორიის მეორე სვეტად წოდებული „ქართული…
2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული…
საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…